სამი ვარიანტი კვირკველიასთვის - საბა ალბათ ქართველებთან წავა
სამი ვარიანტი კვირკველიასთვის - საბა ალბათ ქართველებთან წავა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა „ხიმკიში“ ან ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდეს, – ინფორმაციას metaratings ავრცელებს.

„პრემიერლიგაში დაბრუნებული „ხიმკი“ დაცვის ცენტრის გაძლიერებას ცდილობს და მოლაპარაკებები წამოიწყო. წყაროს ცნობით, ლაპარაკია „ლოკომოტივის“ მცველ საბა კვერკველიასა და „დინამოს“ ფეხბურთელ ვლადიმერ რიკოვზე. „ხიმკი“ ამ ორი კანდიდატიდან კონტრაქტს მხოლოდ ერთთან გააფორმებს“, – წერს metaratings.

ცნობაში ამავე დროს მითითებულია, რომ ეს ქართველისთვის ერთადერთი ვარიანტი არა არის: „ამ სატრანსფერო სიახლემდე გავრცელდა ხმები, რომ კვირკველიას ეკატერინბურგის „ურალი“ იწვევდა. თუმცა, წყაროს თანახმად, მაღალი ალბათობით, ამ შეთავაზებების მიუხედავად, კვერკველია კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს“.

საბა კვერკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის ხელშეკრულება კლუბთან 2021 წლის ივნისამდეა გაფორმებული. პორტალი „ტრამსფერმარკტი“ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას ხუთ მილიონ ევროდ აფასებს.