ქართველმა ფეხბურთელებმა პოლონეთის თასზე თავი გამოიჩინეს. კელჩეში გამართულ თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიკა კაჭარავას ”კორონამ” ლუკა ზარანდიას გდინიას ”არკას” უმასპინძლა და დაამარცხა.
შეხვედრაში სამი გოლი გავიდა და სამივე ქართველმა გაიტანა: მე-14 წუთზე მასპინძლები ნიკა კაჭარავამ დააწინაურა, რომელმაც 69-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ”კორონას” უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ”არკას” ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი ლუკა ზარანდიამ შეუნარჩუნა – 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 81-ე წუთზე კელჩელთა კარი აიღო და საბოლოოდ, ”კორონამ” მხოლოდ მინიმალური ანგარიშით, 2:1 გაიმარჯვა.
განმეორებითი შეხვედრა გდინიაში 17 აპრილს გაიმართება. საინტერესოა, რომ ”არკა” პოლონეთის თასის მოქმედი მფლობელია, რომელიც გუნდმა სწორედ ზარანდიას გოლით მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში ზაბჟეს ”გურნიკმა” ვარშავს ”ლეგიას” მიიღო და 1:1 დაასრულა.