სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანს მხარი დაუჭირეს
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანს მხარი დაუჭირეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მხარი დაუჭირეს.

მინისტრობის კანდიდატს ვროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

„პრინციპში, ეს პროგრამა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ შემთხვევაში ბატონმა დავითმა ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც ბოლო თვე-ნახევარში განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენი კითხვები სხვადასხვა საკითხს შეეხებოდა, მათ შორის ინსვესტიციების მოძიებას, სტასბურგის სასამართლოს აღსრულებას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რაზეც ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი პასუხები. ამის შედეგად, სამივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბატონი დავითის კანდიდატურას. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ ასევე პლენარულ სხდომაზეც“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.