სამი კარგი ამბავი ქეცბაიას გუნდისთვის - კაჭარავამ, „ანორთოსისმა“ და ლორიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტეს #1TVSPORT
სამი კარგი ამბავი ქეცბაიას გუნდისთვის - კაჭარავამ, „ანორთოსისმა“ და ლორიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტეს #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ანორთოსისმა“ გასვლაზე მოქმედი ჩემპიონი ნიქოზიას „ომონია“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ამ დღეს ფამაგუსტას გუნდისთვის სამი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

თემურ ქეცბაიას გუნდს გამარჯვება ნიკა კაჭარავამ მოუტანა, რომელმაც გოლი ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. მან ბოლოს მეტოქის კარი 2020 წლის 4 ოქტომბერს პოლონეთის ჩემპიონატში პოზნანისლეხის“ ფორმით გაიტანა („პიასტს“ გაუტანა). 2020 წლის 12 დეკემბერს კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონის „ბენფიკასთან“ შეხვედრაში დაშავდა. ნიკა კაჭარავა, რომელიც კვიპროსზეა დაბადებილი და თემურ ქეცბაიას ნათლულია, მოედანს მხოლოდ შემოდგომაზე დაუბრუნდა და ფორმაში შედის.

ნავსი არა მხოლოდ კაჭარავამ, არამედ, „ანორთოსისმაც“ გატეხა. საქმე ისაა, რომ ფამაგუსტას გუნდისთვის ნიქოზიას „ომონია“ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო, რომელსაც ბოლო სამ წლის განმავლობაში ნიქოზიაში ვერ უგებდა და ახლა ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

მესამე ამბავი ისაა, რომ ბოლო 14 შეხვედრაში „ანორთოსისი“კარის „მშრალად“ შენახვას ვერ ახერხებდა. ეს პირველად მე-15 მატჩში შეძლო, რაც გიორგი ლორიას დამსახურებაა – საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მეკარემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ფამაგუსტელები სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა.