სამი დღის მონაცემებით, აჭარაში ნებაყოფლობითი ტესტირება 220-მდე პირს ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება შავიზღვისპირეთში, კერძოდ ბათუმსა და ქობულეთში.
„რამდენიმე დღეა, ბულვარში დაიდგა კარვები. ორი კარავი გახლავთ ბათუმის ბულვარში, ერთი – ქობულეთში. ასევე, აღირიცხა ბათუმის ბულვარში მყოფი კაფეებისა და ბარების მომსახურე პერსონალი და მათ „პისიარზე“ ნებაყოფლობითი ტესტირება უტარდებათ.
დღეისთვის, დაახლოებით, 220-მდე ასეთი ტესტია ჩატარებული. სამწუხაროდ, გუშინ ტესტირება ვერ მოხერხდა. ბათუმში ძალიან ცუდი ამინდი იყო, ამის გამო, ბულვარზე ტესტირება ვერ გაგრძელდა, მაგრამ წინა სამი დღის მონაცემებით, ჯერჯერობით ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.