სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი მესამედ ააჟღერა [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდოისტმა ბექა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი 31 ივლისს მოიგო, 10 აგვისტოს გენო პეტრიაშვილმა პარიზში მეორედ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. ამავე დღეს კი კარიერაში მესამედ ავიდა ოლიმპიური კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე ლაშა ტალახაძე.
იგი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშამ ოლიმპიადა პირველად 2016 წელს მოიგო, მეორედ – 2021 წელს, მესამედ კი – პარიზში, 2024 წელს.