სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანები სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება
სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანები სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება

სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების დაფინანსება სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, სამგზავრო გადაყვანების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას საქართველოს ევროპული დირექტივა ავალდებულებს.

„ამას პირდაპირ ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა. იცით, რომ სარკინიგზო გადაყვანები წამგებიანია თავისი შინაარსით. ეს საჯარო, სოციალური ვალდებულებაა. ამ ნაწილში საკანონმდებლო ინიციატივა სულ მალე იქნება წარმოდგენილი. უკვე გატანილი გვაქვს მთავრობაზე ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“, – აღნიშნა საღირაშვილმა.

განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სამგზავრო გადაყვანები ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და ამ ხარჯების გადაფარვა სატვირთო გადაზიდვების ხარჯზე უნდა ხდებოდეს.