წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი „არარატ- არმენიასთან“ თბილისში გამართა და 0:2 დამარცხდა.
„სამგურალი“: ყალიჩავა, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, არტური, დარცმელია, ლ. ხორხელი, კაგაიამა, ნ. ხორხელი, ჩიხრაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: მარკოვინა, ქარიმოვი, ბული, ჩიხლაძე, თოფურია, სანებლიძე.
„სამგურალმა“ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ სომხურ კლუბთან, „პიუნიკთან“ ითამაშა და დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მაშინ გუნდს ახალგაზრდულ ნაკრებში მყოფი ნოდარ ლომინაძე და ნიკა ხორხელი ვერ დაეხმარნენ.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამგურალს“ ამჯერადაც რამდენიმე ლიდერი არ ჰყავდა – „არარატ არმენიასთან“ გიორგი ნიქაბაძემ, ნოდარ ლომინაძემ, შარბელ გომეზმა და ალექსანდრე ვერულიძემ ვერ ითამაშეს.