ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტი წყალტუბოს “სამგურალი” სეზონისთვის მზადებას იწყებს.
გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ”სამგურალში” დაიმატეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გაბრიელ საღრიშვილი, რომელიც “ქუთაისის “ტორპედოდან“ გადმოვიდა.
მას შეტევაში 32 წლის მამუკა ღონღაძე შეუწყვილდება, რომელიც 2012 წელს ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.
წყალტუბოს ,,სამგურალი“ არსებობის მანძილზე უცხოურ შეკრებაზე წასვლას პირველად გეგმავს – გია გიგატაძის გუნდი თებერვალში 12-დღიან შეკრებას ანტალიაში, საკურორტო ქალაქ სიდეში გაივლის და რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის პირველი ლიგის გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.