სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.