სამგორისა და გლდანის რაიონებში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორისა და გლდანის რაიონებში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში  სამგორის რაიონში, კამოს ქუჩაზე, 168-ე სკოლის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 20 თებერვლის 14:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: მეკოკიშვილის, კამოს, ი.ალავერდელის ქუჩებს, ჭირნახულის ქ. შესახვევს.

ასევე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ზარზმის ქ. N 35-ში გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ზარზმის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს” – აცხადებენ კომპანიაში.