სამგორში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს.
მას შემდეგ, რაც გაზდელიანმა საოლქო კომისიასთან სტიკერი გააკრა, სამართალდამცველებმა მას გაფრთხილება მისცეს, ხელმეორე მცდელობის შემდეგ კი დააკავეს.
ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების საბოლოო გადათვლა მიმდინარეობს.