სამგორის სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარი დაიხარჯება
სამგორის სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდება და ოთხ თვეში დასრულდება.
„სამგორის რაიონში სამხედრო დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, სადაც არანაირი გზა, არანაირი სანიაღვრე სისტემა, გარე განათება არ არსებობს. სხვათაშორის, მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა, პირადად მეც მწერდნენ და ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. „ბლექ სი ჯგუფი“ მუშაობს და ოთხ თვეში მთლიანად დასრულდება ყველანაირი სამუშაო, საფეხმავლო ბილიკები,სანიაღვრე ქსელის მოწყობა, სპორტული მოედნები, გარე განათებები. ამ უბანს ყველაფერი ექნება მოწესრიგებული და მაღალ დონეზე მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამგორის სამხედრო დასახლებაში დედაქალაქის მერთან ერთად, რაიონის გამგებელი, მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსი და რაიონის დეპუტატები იმყოფებოდნენ.