სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს დღესვე დაასრულებს.

სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობის ფაქტი დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე ინსპექტირების დროს დააფიქსირა და შესაბამისი განცხადება 18 დეკემბერს გაავრცელა. რადგანაც იმ დროს ადგილზე კანონდამრღვევები არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოიკრა. დემონტაჟი კი, დღეს დაიწყო.

ამასთან, ადგილზე აცხადებენ, რომ მერიისგან გაფრთხილება ოთხი დღის წინ მიიღეს, რათა საკუთრების უფლება ორ დღეში წარედგინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობების დემონტაჟი მოხდებოდა.