სამგორის რაიონში, მკვლელობის ადგილთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
თბილისში, სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, სადაც დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მოკლულის სახლი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრშია. როგორც ადგილზე ჰყვებიან, წუხელ, ღამის 02:00 საათზე გოგონას ნათლიის შვილმა დაურეკა, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებია. გოგონა სახლიდან გავიდა, დილით კი მისი ცხედარი მამამ სახლიდან რამდენიმე მეტრში ნახა.
როგორც ადგილზე ჰყვებიან, ნათლიის შვილი გოგონას ფულს სძალავდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინაა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.