სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე „ჯივიპი“ წყალარინების ქსელს აახლებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით Სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი იცვლება, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება.
პროექტში კომპანია 900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
„„Ჯივიპი“ აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას, ახლა ჩვენ ვიმყოფებით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე, სადაც, უკვე ხუთი თვეა, წყალარინების მოძველებული ქსელის შესაცვლელად მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი იყო ამორტიზებული და მოსახლეობას ხშირად უქმნიდა დისკომფორტს. პროექტი დასრულების ეტაპზეა, შეიცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურება“, – განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.
Მამისაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.