სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაინიშნა
სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაინიშნა

სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაინიშნა. დანიშვნის შესახებ დადგენილებას კენჭი დღეს, საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

სამგორის რაიონის გამგებლის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გამგებელმა, კახა გულედანმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

ასევე, სხდომის დასრულების შემდეგ კახა სამხარაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს იქნება სამგორის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მოხდება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება, რაც უკვე არის დაგეგმილი მერიის, მთავრობის მიერ. ასევე, ვგეგმავ კიდევ ახალი პროექტების დამატებას და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას. ერთად მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც სამგორის მოსახლეობას აწუხებს,”- განაცხადა კახა სამხარაძემ.

სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძის დანიშვნის თაობაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.