სამგორის III მასივის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, III მასივის 1 კვარტლის №1, №2, VI კვარტლის №1, №2, №5, №7, №8, №10, №12, №13, №გ-97 და საცხენისის ქუჩის №12-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.