სამეგრელოში ქურდობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დანაშაული ორიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.