ლუგარის ლაბორატორიაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები დედა-შვილის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი
ლუგარის ლაბორატორიაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები დედა-შვილის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მათგანი ზუგდიდში თბილისიდან ჩავიდა, სადაც შვილი ტრავმატოლოგიური საავადმყოფოში მკურნალობდა.
„ბიოლოგიური მასალა მათი მოთხოვნით გაიგზავნა. დედა-შვილის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ისინი ამჟამად ზუგდიდში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში 36 პირი იმყოფება.