სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ცხრა პაციენტი გამოიკვლიეს. ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 190 პირი რჩება, 853 ადამიანს კი ვადის გასვლის გამო თვითიზოლაცია მოეხსნა.
რეგიონის საკარანტინო სივრცეში 92 ადამიანი იმყოფება.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაჯარიმდა ხუთი პირი, კერძოდ – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესების დარღვევისათვის – ორი მოქალაქე, საკომენდანტო საათის დარღვევისათვის კი, სამი პირი.