სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 36 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 29, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ხუთი, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – ექვსი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 15.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 133 პაციენტი.