სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 78 პაციენტი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 26 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 31, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – სამი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 14.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 98 პირი.