სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 98 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 41 პაციენტი; ფოთის ჰოსპიტალში – 29; ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ხუთი; აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – ექვსი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 17.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 107 კოვიდინფიცირებული.