სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 21 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 89 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 32 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 22, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ცხრა. ამასთან, აბაშის „ევექსის“კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს შვიდი პაციენტი. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ რჩება 23 ინფიცირებული.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 122 პირი. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები და ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნულია რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.