სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 90, ხოლო თვითიზოლაციაში 189 მოქალაქეა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 90, ხოლო თვითიზოლაციაში 189 მოქალაქეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 90 პირია.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 189 ადამიანია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო მოეხსნა 872 მოქალაქეს.

გუშინ რეგიონიდან გამოსაკვლევად გაიგზავნა 47 ნიმუში. მათგან 25 უარყოფითია. კიდევ 22 ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი, რომელთაგან 17 მედიკოსია არის, ხუთი კი პაციენტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამი პირი დააჯარიმეს.