სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 62, ხოლო თვითიზოლაციაში 38 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 62, ხოლო თვითიზოლაციაში 38 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 62 პირი იმყოფება.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 38 პირი.

ასევე, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში  50 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია. კვლევები კვლავ  გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლები დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სინჯებს კვლავ აიღებენ.