სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 18, ხოლო თვითიზოლაციაში 179 ადამიანია იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში ამ დრომდე რჩება 18 ადამიანი. 179 ადამიანია თვითიზოლაციაში. თითიზოლაცია ვადის გასვლის გამო მოეხსნა 920 მოქალაქეს.
სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ გუშინ აიღო 129 ნიმუში, ნიმუშების გამოკვლევა მოხდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ყველა ნიმუშის პასუხი არის უარყოფითი.
მათივე ინფორმაციით, დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონში საზოგადოებრივ სივრცეში სამზე მეტი პირის თავშეყრის წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა 12 პირი. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის – ერთი პირი.