სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ 23 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად დღეს გაგზავნილი 27 ადამიანის ბიოლოგიური მასალიდან 23-ზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
კვლევების ნაწილი ზუგდიდის სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში ჩატარდა, ნაწილი კი ქუთაისის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
კიდევ ოთხი ადამიანის ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.