სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ანაკლიაში ფესტივალის სამზადისს გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად ანაკლიაში ფესტივალის სამზადისს გაეცნო.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ექოვეივსი“ (Echowaves) ანაკლიაში, პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ.
ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ.