სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 86, კარანტინში კი, 73 ადამიანი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 86 ადამიანი იმყოფება. ამასთან, თვითიზოლაციის ვადა 686 პირს ამოეწურა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელოს საკარანტინო სივრცეში, ანაკლიასა და განმუხურში 73 მოქალაქე რჩება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან საკარანტინო სივრცეებში სულ 272 ადამიანი გადაიყვანეს.