სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 224, კარანტინში კი, 40 მოქალაქე იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში 224 პირი იმყოფება.
ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ზუგდიდში 35 ადამიანია; აბაშაში – 23; სენაკში – 31; მარტვილში -16; მესტიაში – ორი; წალენჯიხაში – 27. ამასთან, ჩხოროწყუში 23 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში; ხობში – 21; ფოთში კი, 76.
განსაზღვრული ვადის ამოწურვის გამო, ზედამხედველობიდან მოიხსნა ზუგდიდში 13 მოქალაქე, აბაშაში – ხუთი; სენაკში – ერთი; მესტიაში – ოთხი; მარტვილში – სამი; წალენჯიხაში – ერთი; ჩხოროწყუში – ერთი; ხობში – სამი; ფოთში – ერთი.
ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კარანტინში 40 ადამიანი იმყოფება.