სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 176, ხოლო კარანტინში 27 მოქალაქე იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 176, ხოლო კარანტინში 27 მოქალაქე იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 176 მოქალაქე იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, აქედან ზუგდიდში თვითიზოლაციაშია 27 ადამიანი; აბაშაში – 18; სენაკში – 27; მარტვილში -16; მესტიაში – ერთი; წალენჯიხაში – 23; ჩხოროწყუში – ცხრა; ხობში – 16; ფოთში კი – 39.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის ცნობით, ზედამხედველობიდან თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო მოიხსნა: ზუგდიდში 10 მოქალაქე; აბაშაში – ხუთი; სენაკში – ერთი; მესტიაში – ოთხი; წალენჯიხაშში – ერთი; ჩხოროწყუში – ერთი; ხობში – სამი; ფოთში – ერთი.

ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინშია 27 ადამიანი.

ამასთან, ამჟამად საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში სულ 1592 მოქალაქე იმყოფება.