სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს
აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პირველადი სასურსათო პროდუქტი დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს. სააღდგომო ნობათი ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 432 პირს გადაეცა.
ხელისუფლების ინფორმაციით, სასურსათო აქციის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.