სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 52 პირს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტი 52 პირს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.
52 გამოკვლეული პირიდან, 14 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 36 – სამედიცინო პერსონალი, ერთი კი, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში განთავსებული პირი, ერთი კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი.