სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 215 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 101 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 , აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 28. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 50 პაციენტია მოთავსებული. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 112 პირი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა.