სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რეგიონის ოთხ კოვიდცენტრში 216 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 101 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 , აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 25. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 50 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 98 პირი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.