სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი.
რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ექვს კოვიდცენტრში 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 46, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – ექვსი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 18, ფოთის კლინიკაში – 19, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – რვა.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 122 პირი.