სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 83 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 30 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 23, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – რვა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – შვიდი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 15.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 109 პირი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა ცხრა ინფიცირებული პაციენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი.