სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღეღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.
„ექვს კოვიდცენტრში 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება – 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 25 და მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება – ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 20 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში – ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა – 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 130 კოვიდდადასტურებული პირი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.