სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 66 ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 66 ინფიცირებული პაციენტი.
ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 253 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 140 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ინფიცირებული, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი – 46 ინფიცირებული.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 104 ინფიცირებული პირი.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.