სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 50-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. გამოსაკვლევ პირთა შორის 22 ე.წ. ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, მათ შორის ერთი პირი სატვირთო ავტომობილის ინფიცირებული მძღოლის კონტაქტი, რომელსაც შუალედური ტესტი ჩაუტარდება, ასევე შუალედური ტესტი გაუკეთდა პირს, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა და ვირუსი დადასტურებული აქვს; 20 რეგიონის სამედიცინო პერსონალი; ოთხი თვითიზოლაციიდან და 10 – კარანტნის სივრციდან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 54 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. რუხის საავადმყოფოს ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტის შუალედური ტესტის შედეგი კვლავ დადებითი რჩება და ის მკურნალობას განაგრძობს. სწორედ აღნიშნული პირი წარმოადგენს ე.წ. სატვირთოს მძღოლის კლასტერს. მეორე ინფიცირებული პაციენტის საკონტროლო ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა კვლევა მას გამოჯანმრთელების დასადასტურებლად კვლევა მეორედაც უნდა ჩაუტარდეს.