სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ტაძრიდან გამოსულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ოვაციებით, ტაშითა და სიტყვებით – „გვიყვარხარ“ შეხვდნენ.
ილია მეორემ სამების ტაძარში დღეს საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. პატრიარქმა თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.