სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობის 63-ეტაპი ჩატარდა.
პატრიარქის ნათლულებს 1 200-მდე ახალშობილი შეემატა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 42 000-მდე ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.