სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას ატარებს.
სამების ტაძარში დასვენებულია წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტაძრებში შემოატარეს. ხვალ წმინდა ნაწილებს ინდოეთში დააბრუნებენ.
დღესვე, წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორე პანაშვიდი გადაიხდის და ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.