სამების საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს, რომელიც დეკანოზმა პავლემ ჩაატარა, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები და ახლობლები დაესწრნენ.
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში კი, დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელშიც პოეტებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ორივე ღონისძიება „დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს.