სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ [ვიდეო]
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მოქალაქეები, რომლებსაც ხე-ტყის გადატანისას მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობა აცხადებს, ავტომობილები სამართალდამცველებმა უკვე რამდენიმე თვეა ჩამოართვეს. შეკრებილების ნაწილი არ უარყოფს, რომ მასალა უკანონოდ გადაჰქონდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და უსამართლოდ ჩამოართვეს ავტომობილები.
აქციის მონაწილეები შესაბამისი უწყებიდან საქმის დროულად დასრულებასა და კუთვნილი ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ გუბერნატორს საკუთარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
რაც შეეხება აკაკი მაჭუტაძეს, ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეებს ჩამორმეული აქვთ ავტომობილები, რომლითაც უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გადაჰქონდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებამდეც მოქალაქეებს ავტომობილები ვერ დაუბრუნდებათ.