სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ. მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
„გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.