მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი სამბისტი იასპარეზებს.
რამდენიმე წუთის წინ, 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ლორიაშვილმა 1-0 დაამარცხა რუსი ალსიმ ჩერნოსკულოვი და ფინალში გასასვლელად უკრაინელ ანდრიი ბოლობანსა და ბელარუს ალექსეი სტეპანკოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.