„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები წარმოადგინა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ISFED-მა PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95 პროცენტისგან მიიღო.
ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მოხვდნენ პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში ეროვნულ დონეზე ერთ პროცენტზე მეტი მოაგროვეს.
შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.4%, ცდომილების ხარისხი +/- 0.21%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;„
ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.27%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 2.0%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 31.1%, ცდომილების ხარისხი +/- 1.07%, მინიმალური შედეგი – 30.0%, მაქსიმალური შედეგი – 32.2%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%, მინიმალური შედეგი – 1.4%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;
„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 2.6%, ცდომილების ხარისხი +/- 0.20%, მინიმალური შედეგი – 2.4%, მაქსიმალური შედეგი – 2.8%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.5%;
„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 7.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.53%, მინიმალური შედეგი – 7.2%, მაქსიმალური შედეგი – 8.2%;
„გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური შედეგი – 1.1%;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 46.6%; ცდომილების ხარისხი +/- 1.18%, მინიმალური შედეგი – 45.4%, მაქსიმალური შედეგი – 47.8%;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 1.4%; ცდომილების ხარისხი +/- 0.17%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, სხვა პარტიებს შორის ჯამურად ხმათა 3.7% გადანაწილდა.
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის მასშტაბით, პარალელური დათვლის შედეგები ასე გამოიყურება:
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.08%, მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური შედეგი – 1.1%;
„ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1.1%, ცდომილების ხარისხი +/- 0.15%, მინიმალური შედეგი – 1.0%, მაქსიმალური შედეგი – 1.3%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 28.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.89%, მინიმალური შედეგი – 27.4%, მაქსიმალური შედეგი – 29.1%;
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“: გამოთვლილი პროცენტი – 2.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.13%, მინიმალური შედეგი – 2.3%, მაქსიმალური შედეგი – 2.6%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 1.8%;
„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 3.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.24%, მინიმალური შედეგი – 3.4%, მაქსიმალური შედეგი – 3.9%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.4%;
„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 8.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.39%, მინიმალური შედეგი – 8.4%, მაქსიმალური შედეგი – 9.2%;
„ელენე ხოშტარია – დროა“: გამოთვლილი პროცენტი – 2.1%, ცდომილების ხარისხი +/- 0.21%, მინიმალური შედეგი – 1.9%, მაქსიმალური შედეგი – 2.3%;
„გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.13%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 1.8%;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 39.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.99%, მინიმალური შედეგი – 38.7%, მაქსიმალური შედეგი – 40.7%;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 3.4%, ცდომილების ხარისხი +/- 0.23%, მინიმალური შედეგი – 3.1%, მაქსიმალური შედეგი – 3.6%;
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 2.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.17%, მინიმალური შედეგი – 2.4%, მაქსიმალური შედეგი – 2.7%;
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, სხვა პარტიებს შორის ჯამურად ხმათა 2.2% გადანაწილდა.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დააკვირდა.
მათივე ცნობით, ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 83 მობილური ჯგუფისგან და 1 000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებდა მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).
„არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე“, – აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.